top of page

საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი საფინანსო და საკონსულტაციო პროგრამის- EU4BUSINESS|EBRD Credit Line-ის განხორციელება იწყება

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმის გამოყენების კუთხით ევრობანკისა და ევროკავშირის ერთობლივი ინიციატივის,  საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი საფინანსო და საკონსულტაციო პროგრამის-EU4BUSINESS|EBRD Credit Line-ის განხორციელება იწყება. შესაბამისი საინფორმაციო კონფერენცია დღეს გაიმართა. პროგრამა ითვალისწინებს საგრანტო მხარდაჭერის ფარგლებში, სესხების გაცემის გზით, საქართველოში თანამედროვე და მომგებიანი მცირე და საშუალო ბიზნესის მშენებლობას.

 

EU4BUSINESS|EBRD Credit Line-ის მიზანია, ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით დაეხმაროს კომპანიებს საერთაშორისო სტანდარტების მიღწევაში, კონკურენტუანარიანობის გაუმჯობესებასა და მათი ბიზნესის მომგებიანობის გაზრდაში.

 

EU4BUSINESS|EBRD Credit Line და საგრანტო მხარდაჭერა მცირე და საშუალო ბიზნესს სთავაზობს:

  • EBRD-ის სესხებს საქართველოში მოქმედ პარტნიორი ბანკებისგან;

  • ევროკავშირის საგრანტო წახალისებას წარმატებულად განხორციელებული პროექტებისთვის;

  • ტექნიკის სფეროში საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის მიერ უფასო ტექნიკური დახმარების გაწევას, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს მათთვის სასურველი ინვესტირებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებების პოვნას გაუადვილებს.

 

EU4BUSINESS|EBRD Credit Line-ის გრანტებით შეუძლიათ ისარგებლონ კომპანიებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:

  • ტერმინი „მცირე და საშუალო ბიზნესი“ მოიცავს ინდ. მეწარმეობას;

  • კომპანიაში დასაქმებული უნდა იყოს 250 თანამშრომელზე ნაკლები და წლიური ბრუნვა უნდა შეადგენდეს 50 მილიონ ევროს ექვივალენტზე ნაკლებს. (წლიური ბალანსი არ უნდა აღემატებოდეს 43 მილიონ ევროს ექვივალენტს);

  • კომპანია უნდა იყოს ჩამოყალიბებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; (ინდივიდუალური მეწარმეები უნდა იყვნენ დარეგისტრირებულნი როგორც მეწარმეები ან ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართული პირები)

  • ბიზნესი უნდა ოპერირებდეს საქართველოში ან საქართველო უნდა წარმოადგენდეს ბიზნესის ოპერირების ძირითად  ადგილს, საიდანაც მთლიანად ან ნაწილობრივ ხდება ბიზნესის წარმოება;

  • იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მთავრობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, ან ნებისმიერი პოლიტიკური, სამთავრობო ან ადმინისტრაციული ორგანო ან ქვე- უწყება ფლობს რაიმე წილს აღნიშნულ ბიზნესში, ეს წილი არ უნდა აღემატებოდეს 49%-ს და საჯარო პირი უნდა იყოს პირდაპირ ან ირიბად ჩართული კომპანიის ყოველდღიურ მართვაში ან უნდა ახორციელებდეს კომპანიის საქმიანობის მართვის კონტროლს.

  • ბიზნესი უნდა იყოს  დამოუკიდებელი. ტერმინი „დამოუკიდებელი“ გულისხმობს შემდეგს:

  • კომპანიის სააქციო კაპიტალის ფლობა ან მართვა სხვა კომპანიის/ორგანიზაციის მიერ, რომელიც არ აკმაყოფილებს მცირე და საშუალო ბიზნესის ზემოთ მითითებულ კრიტერიუმებს, არ უნდა აღემატებოდეს 25%-ს;

  • კომპანია/ბიზნესი არ წარმოადგენს კომპანიების/ბიზნესის ჯგუფის ნაწილს, რომელიც საერთო კონტროლის ქვეშ არის და სადაც ჯგუფის წევრი ყველა კომპანია ჩართული არის ერთნაირ (ანალოგიურ) ბიზნეს სექტორში  და ჯგუფში შემავალი  კომპანიების საერთო მაჩვენებელი არ შეესაბამება მცირე და საშუალო ბიზნესის ზემოთ მითითებულ  კრიტერიუმებს;

  • კომპანია/ბიზნესი ფლობს ყველა საჭირო თანხმობასა და ნებართვას და შეესაბამება საქართველოს ეროვნულ გარემოს დაცვის, სოცილურ, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების ნორმებსა და კანონმდებლობას;

  • კომპანია/ბიზნესი არ უნდა იყოს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) იმ პირთა/ორგანიზაციათა სიაში, რომელთაც უარი ეთქვათ EBRD-ის  დაფინანსებულ კონტრაქტებზე ან EBRD-ის  დაფინანსებაზე;

  • თუკი კომპანია არ არის დარწმუნებული, რომ ის  აკმაყოფილებს მითითებულ სტანდარტებს, მას შეუძლია კონსულტაციისთვის დაუკავშირდეს პროექტის ოფისს.

 

პროგრამის ფარგლებში შემუშავებულია სამი კრედიტის სახეობა. ესენია: ნებადართული ტექნოლოგიების სია; მარტივი პროექტები; კომპლექსური პროექტები.

 

ნებადართული ტექნოლოგიების სია, ეს არის მარტივი მიდგომა  და ხელშეწყობა იმ კომპანიებისა, რომლებსაც სურთ კონკრეტული აღჭურვილობის/მოწყობილობის შეძენა, რომლის საინვესტიციო ღირებულება 300 000 ევრომდეა. ასეთ შემთხვევაში საგრანტო წახალისება 10%-ს შეადგენს.

 

მარტივი პროექტების შემთხვევაში გაიცემა კრედიტები, რომლების მიზნად ისახავს ევროკავშირის სანიტარულ და ფიტოსანიტარულ სტანდარტებთან ან საკვების უვნებლობის ტექნიკურ რეგლამენტთან და სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისათვის ინვესტირებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ასოცირებული შეთანხმების შესაბამისად. ამგვარი ინვესტირების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 300 000 ევროს. საგრანტო წახალისების მიღება კი შესაძლებელია 15%-ის მოცულობით.

 

მარტივი პროექტების ინვესტიციის მაგალითებია:

  • საწარმოო და სასაწყობე შენობების რემონტი;

  • მოსავლის აღების შემდგომი საწყობი შენობა/ნაგებობები;

  • მალფუჭებადი პროდუქტის შესანახი მაცივრები;

  • დასამუშავებელი, შესაფუთი  და პროდუქტზე ეტიკეტის დასატანი აპარატურა;

  • პროცესების მართვის ავტომატიზირებული სისტემა;

  • ლაბორატორიები;

  • პროდუქტის და/ან რისკის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო სისტემის სერტიფიკატის ხარჯები.

კომპლექსური პროექტი წარმოადგენს ინვესტიციებს, რომლებიც მიმართულია საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის მოდერნიზაციისთვის და განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. აღნიშნული მიდგომით პროექტისათვის განკუთვნილი მაქსიმალური სესხის თანხა არის 3 მილიონი ევრო და 15%-მდე საგრანტო წახალისება.

 

კომპლექსური პროექტების ინვესტირების მაგალითებია:

  • ახალი დანადგარები, საწარმოო ტექნიკა, საწარმოო ხაზები;

  • ახალი ბოილერები, გაგრილების სისტემები, გასათბობი ტუმბოები;

  • საწარმოო დანიშნულების შენობის სარემონტო და სამსენებლო სამუშაოები;

  • საწარმოო ხაზებისდა შენობების ინტეგრირებული სარემონტო და სამშენებლო სამუშაოები;

  • სასაწყობე ნაგებობების, მაცივრის ოთახების და შიდა სატრანსპორტო საშუალებების სარემონტო და სამშენებლო სამუშაოები;

  • პროდუქტის შესაფუთი დანადგარები;

  • სატვირთო მანქანები და მისაბმელი (ტრაილერი);

  • მიწის ამოსაღები ტექნიკა;

  • მარცვლეულის შესანახი სისტემები, წისქვილები, ცხოველტა გამოსაკვები მცენარეები;

  • მეცხველეობისათვის განკუთვნილი ნაგებობები (ძროხა, ფრინველი, ქათამი)

  • გაფრქვევისა და მტვრის შესამცირებელი სისტემები;

  • ნარჩენი წყლების გამწმენდი დანადგარები;

  • ჰაერის დაბინძურების შესამცირებელი დანადგარები.

 

ამ ეტაპზე ევროკავშირი ბიზნესის მხარდასაჭერად  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საკრედიტო ხაზის პარტნიორი ბანკი საქართველოს ბანკია.

bottom of page