top of page

ამოცანა

აგრო სფეროში მოთამაშეთა პროდუქტიულობის გაზრდა

მისია

აგრარული პოლიტიკის განხორციელებაში ფერმერთა როლის გაძლიერება და მათი ხელშეწყობა კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში

ისტორია

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის შექმნა 2012 წლის ბოლოს განაპირობა ქვეყანაში უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში გატარებულმა აგრარულმა პოლიტიკამ რომლის ფარგლებშიც, როგორც ამას ფერმერთა უმრავლესობა მოიაზრებდა არ იყო გათვალისწინებული მათი პრობლემატიკა და მოსაზრებები. განსაკუთრებულ უკმაყოფილებას იწვევდა სოფლის მეურნეობის სტრატეგიული განვითარების გეგმის არარსებობაც. მაშინ, როდესაც მთავრობამ პრიორიტეტად დასახა სოფლის მეურნეობის განვითარების მრავალწლიანი სტრატეგიის შემუშავება და დაიწყო საკანონმდებლო დონეზე ფერმერთა გაერთიანებების წახალისება კოოპერატივების შესახებ ახალი კანონის ინიცირების გზით, ნათელი 

გახდა, რომ ფერმერულ გაერთიანებათა უმრავლესობა მხოლოდ სიმბოლურ ხასიათს ატარებს და არ არის მზად მოექცეს რეალური კოოპერატივის ლეგალურ ჩარჩოში, რაც პირველ რიგში ქონების საერთო მფლობელობას და წარმოების რისკის გაზიარებას ითვალისწინებს. გაჩნდა ახალი, მოტივირებული ჯგუფების გაერთიანების აუცილებლობა, რომელთაც სამაგალითო აგრარული პრაქტიკა უნდა დანერგონ და გაზარდონ სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა. 
 

საქართველოში სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირის პროდუქტიულობა მსოფლიო ბანკის შეფასების მიხედვით წელიწადში 2045 აშშ დოლარს შეადგენსა, რაც ჩამორჩება  ბევრი განვითარებადი ქვეყნის მაჩვენებელს. შესადარებლად, აშშ და ისრაელის იგივე მაჩვენებელი 2012 წელს 32,000 აშშ დოლარით არის განსაზღვრული. მსგავსი პრობლემების გადასაჭრელად ქვეყნები როგორც წესი ხელს უწყობენ მასშტაბის ეკონომიას - მაშასადამე რესურსების გაერთიანებას, რისთვისაც ორი ტიპის პარალელური მექანიზმის ამოქმედება არის საჭირო: (1) რესურსების გაერთიანების წამახალისებელი საკანონმდებლო ბაზა და (2) ინფორმაციის მიმოცვლის მძლავრი სისტემა.

პირველი პუნქტი სახელმწიფოს პრეროგატივას წარმოადგენს, რასაც შესაძლებელია ვთქვათ რომ საფუძველი უკვე ჩაეყარა (კანონი კოოპერაციის შესახებ), ხოლო მეორე კი სამოქალაქო საზოგადოების მანდატია და გულისხმობს სახელმწიფოს და საზოგადოებას (ამ შემთხვევაში ფერმერები) შორის დიალოგის მძლავრი მექანიზმის მოქმედებას რის შედეგადაც აგრარული პოლიტიკის მოსარგებლე (ფერმერი) თავად უნდა იყოს მუდმივად ჩართული პოლიტიკის გატარების პროცესში. მხოლოდ ასეთი მოდელი არის მიჩნეული მსოფლიო პრაქტიკაში წარმატებულად და გამოიყენება ყველა განვითარებულ ქვეყანაში.
 

საქართველოში ყოველთვის არსებობდა მცირე დარგობრივი გაერთიანებები (ფერმერთა კავშირები, ასოციაციები, კოოპერატივები) რომელთა მიზანი იყო და არის კონკრეტული თემის/დარგის ირგვლივ პრობლემატიკის იდენტიფიცირება და შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურების ინფორმირება აგრარული პოლიტიკის ცვლილება/გაუმჯობესების მიზნით, თუმცა საკითხის ლობირების ასეთი მექანიზმი ხშირ შემთხვევაში უშედეგოა, ვინაიდან ითვალისწინებს მხოლოდ კონკრეტული ჯგუფის (დარგის) წარმომადგენელთა ინტერესებს და არ მოიაზრება საერთო კონტექსტში, როგორც სისტემური ცვლილების ნაწილი.
 

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია სწორედ სახელმწიფოს და მის მოსარგებლეთა შორის არსებული სივრცის შესავსებად შეიქმნა და იგი ფერმერთა გაერთიანებების „ქოლგა“ ორგანიზაციას წარმოადგენს, რაც გაერთიანებათა გაერთიანებას გულისხმობს. ასოციაცია დღეს  არა მარტო ფერმერთა ჯგუფებს, არამედ ინდივიდუალურ ფერმერებსაც აერთიანებს, რათა შემდეგ ინდივიდუალური წევრების გეოგრაფიულ თუ დარგობრივ ინტერესთა მიხედვით გაერთიანებას შეუწყოს ხელი.
 

ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს სამთავრობო, დონორთა და საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან და უკვე წარმოადგენს საკმაოდ მძლავრ მაკოორდინირებელ სტრუქტურას ფერმერთა და სოფლის მეურნეობის სფეროში დაინტერესებულ მხარეთა შორის.

ორგანიზაციამ მოკლე დროში დაიმკვიდრა ადგილი სოფლის მეურნეობის სფეროს წამომადგენელთა სრულ სპექტრში და იგი მუდმივი მონაწილეა ყველა თემატური ღონისძიების სადაც აგარული პოლემიკა იმართება და ხდება გადაწყვეტილებების მიღება. მედია დიდ ინტერესს გამოხატავს ასოციაციის მიმართ და მისი მოსაზრება/საქმიანობა მუდმივად შუქდება ბეჭდური და ტელე არხების მეშვეობით.

GFA-ს ასეთ ავტორიტეტს, მიუხედავად მწირი ფინანსურ-ადმინისტრაციული რესურსისა მეტწილად განსაზღვრავს მისი აქტიური ჩართულობა ქვეყანაში მიმდინარე აგრარულ მოვლენებში, რაზეც იგი მუდმივად აფიქსირებს აზრს მის წევრ ფერმერთა სახელით. ასევე მნიშვნელოვანია GFA-ს დამფუძნებლის და ასოცირებულ წევრთა აგრარული გამოცდილება და მათი როლი სექტორის განვითარებაში. 

აგრო ბიზნესისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნა შესაძლებელია მეცნიერებაზე დაფუძნებული მეურნეობის განვითარებით ახალი ტექნოლოგიების დანერგვით ექსპერტიზებისა და ტრენინგების უზრუნველყოფით ფერმერების გაერთიანებით რესურსების ერთობლივი შესყიდვითა  და მასალების რეალიზაციის პროცესით სოფლის მეურნეობის სფეროში პოლიტიკისა და საკანონმდებლო ცვლილებების განმავითარებელი წინადადებების  შემუშავებით
 

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ეხმარება ფერმერებს ადვოკატირების, საწარმოო და პროფესიული განვითარების საკითხებში და ასრულებს მაკავშირებელ ფუნქციას  აგროსფეროს მოთამაშეთა შორის. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია საკუთარ წევრებს სთავაზობს საინფორმაციო ცენტრის მომსახურებას, რომელიც გულისხმობს სატელეფონო

კონსულტაციას, საჭირო ინფორმაციის მიღებას და გავრცელებას.

მომსახურება

  • კონსულტაციები

  • ფერმერთა გაძლიერება/განვითარება მათი სხვადასხვა აქტივობებში ჩართვით

  • ​სემინარები, ტრეინინგები

  • კვლევის ჩატარება

განვითარება

  • ინფორმაციის მოგროვება და გავრცელება

  • დაინტერესებული მხარეების დაკავშირება

დაკავშირება / შუამავლობა

  • ​პრობლემის იდენტიფიცირება და მათი მიწოდება სახელმწიფოსა და კერძო სექტორისათვის

  • რეკომენდაციები

  • ფერმერთა ინტერესების გატარება

ადვოკატირება

გამგეობები და კომიტეტები

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო - სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
მიწის შეფასების სტრატეგიის კომიტეტი - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
GUAARD საბჭო;
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა;
საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია;
UNDP-ს პლატფორმა ცოდნისა და ინფორმაციის სისტემა ეროვნულ სოფლის მეურნეობის განვითარებაში;
სურსათის ეროვნული სააგენტოს საკონსულტაციო ორგანო

 

bottom of page