top of page

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია Copa Cogeca -ს მიერ მოწყობილ კონგრესს დაესწრო

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძემ, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე ანა კვარაცხელიამ, ევროკავშირის სოფლის მეურნეობის ატაშე ხუან ეჩანოვემ და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძემ მონაწილეობა მიიღეს ევროპელი ფერმერების კონგრესში, რომელიც გაიმართა 2014 წლის 7 ოქტომბერს ქალაქ ბრიუსელში. Copa Cogeca (ევროპული აგრარული ასოციაციებისა და კოოპერატივების გაერთიანება) მიერ მოწყობილი კონგრესის მთავარი თემა იყო ახალი „საერთო სამეურნეო პოლიტიკა (CAP) 2014-2020“და „საოჯახო ფერმერობა: ზრდა და დასაქმება ევროკავშირის სოფლებში“. გაიმართა დებატები ევროკავშირის მიერ ოჯახური მეურნეობების კონკურენტუნარიანობის გაზრდის გზებზე, ასევე CAP-ის რეფორმის დანერგვასა და სარგებლიანობაზე. 
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო, შეხვდნენ სხვადასხვა ქვენების ფერმერთა კავშირებსა და ასოციაციებს. მოხდა, ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის ასოციაციებთან ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვა. ქალბატონმა ნინო ზამბახიძემ მოლაპარაკებებში განსაკუთრებით გამოკვეთა ევროკავშრთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის მნიშვნელობა საქართველოსათვის და გაეცნო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ევროკავშირთან ინტეგრირების გავლენას მათ ფერმერულ მეურნეობებზე. აღსანიშავია, რომ კოოპერატივების როლი ამ გარდამავალ პერიოდში გარდამტეხი აღმოჩნდა ამ ქვეყნების სოფლის მეურნეობებისათვის. 

bottom of page