top of page

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სიმძლავრეების განვითარების“
პროექტი (CBAC)

 

ფერმერთა ჯგუფების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების

მ ო წ ვ ე ვ ა

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად

 

 

 

საქრთველოს ფერმერთა ასოციაცია (GFA) ახორციელებს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სიმძლავრეების განვითარების“ პროექტს, რომელიც დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის  (Austrian Development Cooperation) ფარგლებში.

აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას საქართველოს სამხრეთით მოსაზღვრე რეგიონებში.

პროექტის მიზანია შექმნას კოოპერაციის სამაგალითო ნიმუშები და ხელი შეუწყოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის საწარმოო ჯაჭვის ჩამოყალიბებას წინასწარ განსაზღვრულ სფეროებში:

  • კარტოფილის წარმოება

  • საშემოდგომო ხახვის წარმოება

  • სტაფილოს წარმოება

  • მაღალტექნოლოგიური მეფუტკრეობა

პროექტის სამიზნე რეგიონებია: კახეთი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი.

კონკურსში გამარჯვებული სასოფლო-სამურნეო კოოპერატივები მიიღებენ გრანტს 30,000 ევროს ოდენობით და სპეციალიზირებულ ტექნიკურ დახმარებას. პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს კოოპერატივების ფინანსურ და ქონებრივ თანამონაწილეობას, თანადაფინასების სახით, რომელიც უნდა შეადგენდეს პროექტის მთლიანი ბიუჯეტის 30%[1].

პროექტში განსაკუთრებით წახალისებულია ახალგაზრდების, ქალების და ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობა.

 

 

პროექტის ეტაპები:

 

  • დაინტერესებული ფერმერთა ჯგუფები და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები წარმოადგენენ ბიზნეს იდეებს სპეციალურ განაცხადის ფორმებში 2016 წლის 15 აპრილამდე

  • საქართველოს ფერმერთა ასოციაცია შეარჩევს 30-მდე ფერმერთა ჯგუფს ან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს წარმოდგენილი ბიზნეს იდეების საფუძველზე და აცნობებს მათ ამის შესახებ 2016 წლის 15 მაისამდე

  • შერჩეული ჯგუფები/კოოპერატივები გაივლიან ტრენინგებს თემებზე: (1) სასოფლო სამეურნეო კოოპერაციის საფუძვლები; (2) ბიზნეს გეგმის შედგენა;

  • ტრენინგების შედეგად, ჯგუფები/კოოპერატივები წარმოადგენენ სპეციალურ ფორმაში შედგენილ დეტალურ ბიზნეს გეგმებს ფინანსური გათვლებით 2016 წლის 15 ივნისამდე; 

  • საქართველოს ფერმერთა ასოციაცია წარუდგენს ბიზნეს გეგმებს შესაფასებლად დამოუკიდებელ საგრანტო კომისიას, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულ ჯგუფებს/კოოპერატივებს 2016 წლის 15 ივლისამდე;

  • გამარჯვებულ კოოპერატივებთან[2] გაფორმდება საგრანტო ხელშეკრულება, სადაც გაიწერება მხარეთა ვალდებულებები და შესრულების ვადები;

  • ფერმერთა ასოციაცია შეისყიდის ხელშეკრულებით გაწერილ აქტივებს, რომლებიც გრანტის მიმღებს გადაეცემა მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების საფუძველზე;

  • საქართველოს ფერმერთა ასოციაცია დაეხმარება დაფინანსებულ კოოპერატივებს მათი ბიზნეს გეგმის განხორციელების ყველა ეტაპზე, ჩაუტარებს საჭირო ტრენინგებს და კონსულტაციებს აგრო-ტექნოლოგიების, გარემოსდაცვით, ფინანსურ, მარკეტინგულ და სხვა საჭირო საკითხებში. ასევე გათვალისწინებულია სასწავლო ტურები ევროპაში.

 

დამატებითი კითხვებისთვის და ბიზნეს იდეის განაცხადის ელ. ვერსიის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ საქართველოს ფერმერთა ასოციაციას ცხელ ხაზზე: 995-322-19-30-03 ან ჩამოტვირთოთ განაცხადის ფორმა ვებგვერდიდან: www.gfa.com.ge

 

ბიზნეს იდეის განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 15 აპრილი. განაცხადების მიღება ხდება მხოლოდ ელექტრონულად, ელ. ფოსტის მისამართზე: cbac@gfa.org.ge

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ხელით შევსებული განაცხადები არ მიიღება.

 

 

 

[1] 30,000 ევროს გრანტის მიღების შემთხვევაში საჭიროა 13,000-მდე ევროს თანამონაწილეობა გრანტის მიმღების მხრიდან, საიდანაც 6,500 ევრო იქნება ფულადი, ხოლო დანარჩენი 6,500 ევრო არაფულადი თანამონაწილეობა.

 

[2] დაფინანსების მისაღებად აუცილებელია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვება.

 

 

<< ჩამოტვირთეთ ბიზნეს იდეის  განაცხადის ფორმა >>

 

 

 

 

bottom of page