top of page

მაღალპროდუქტიული საქონელი საქართველოში სომხეთიდან შემოვა

მემორანდუმი მიმდინარე წლის 26 ივლისს გაფორმდა. როგორც საქართველოს ფერმერთა ასოციაციის დირექტორი ნინო ზამბახიძე განმარტავს, წნისის საჯიშე მეურნეობის მეშვეობით მაღალპროდუქტიული პირუტყვის შეძენა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

„ფერმერს, ვინც დაინტერესებულია მაღალი საჯიშე პირუტყვის შეძენით, საშუალება ექნება შეიძინოს, კოოპერაციის ფარგლებში იქნება თუ საკუთარი ბიზნესის განვითარების ფარგლებში. რადგან სომხეთი ახლოსაა საქართველოსთან, ამასთანავე ევროპიდან პირუტყვის შემოყვანა ბევრად უფრო ძვირია ვიდრე სომხეთიდან, შედარებით რისკიც ნაკლებია“, – ამბობს ნინო ზამბახიძე.

არზნის საჯიშე მეურნეობის პრეზიდენტის მარად ჯამველიანის განმარტებით, აღნიშნული საქონლისგან ფერმერები სამჯერ მეტ რძეს მიიღებენ.

„ევროპელმა და ადგილობრივმა სპეციალისტებმა უკვე აღიარეს, რომ ეს არის ყველაზე კარგი შედეგი, რაც შეიძლება პირუტყვმა დღეს მოგვცეს“, – ამბობს არზნის საჯიშე მეურნეობის პრეზიდენტი.

bottom of page