top of page

"საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში" გაწევრიანდა ახალგაზრდა ფერმერი, 21 წლის მარი კოდუა.ფერმერთა ასოციაცია მოხარულია რომ საქართველოში ქალები გააქტიურდნენ სოფლის მეურნეობაში. ჩვენ ვამაყობთ რომ ნინო ზამბახიძე გახდა ახალგაზრდა თაობის მაგალითი და მოტივაციის მიმცემი. "ნინო ზამბახიძე ჩემთვის მაგალითია იმისა,თუ როგორ უნდა გჯეროდეს საქმის და საკუთარი თავის, შრომის და შეგეძლოს პასუხისმგებლობა აიღო გარშემო მყოფი ადამიანების წინაშე, ამიტომ დიდი სურვილი მაქვს პირადად გავიცნო. ყველაფერი რაც მასზე დაწერილა და გადაღებულა წაკითხული და ნანახი მაქვს ბევრჯერ"- ამბობს 21 წლის მარი კოდუა. მარიმ ბიზნესის მართვის საქმე შეისწავლა და წლების განმავლობაში მშობლების მიერ შექმნილ საოჯახო ინდუსტრიას ამჟამად ის ხელმძღვანელობს.როგორც მშობლები ყვებიან,ადრეულ ასაკში ისწავლა მანქანის მართვა და ახლა ტრაქტორსაც მართავს. საოჯახო მეურნეობის მფლობელობაში რომლესაც მარი ხელმძღვანელობს შედის თხილის პლანტაცია და ქარხანა,სამარცვლე ყანა,თევზსაშენი,საქონელი,80 ოჯახი ფუტკარი.მარი ცდილობს დანერგოს ახალი ტექნოლოგიები,რომელიც გააიოლებს შრომას და მეტ შემოსავალს მოუტანს მრავალპროფილიან საოჯახო მეურენობას."
"საქართველოს ფერმერთა ასოციაცია" წარმატებებს უსურვებს მარი კოდუას

bottom of page